დღევანდელი მსოფლიოს ბიზნეს-გარემო წარმოუდგენელია სარეიტინგო სააგენტოების – საერთაშორისო და ნაციონალური (ადგილობრივი) ანალიტიკური სამსახურების გარეშე, რომლებიც ადგენენ ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის რისკების ინტეგრალურ ინდექსებს, რათა განისაზღვროს ამ ეკონომიკური სუბიექტების საიმედოობის ხარისხი ინვესტორებთან მიმართებაში.
ეკონომიკური სუბიექტების მიმართ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები კომპლექსურად ასახავენ ამ სუბიექტების ფინანსურ მდგრადობას, საიმედოობასა და გადახდისუნარიანობას. ზოგადად, როგორც წესი, ინვესტორები სწორედ რეიტინგების საფუძველზე ახდენენ საფინანსო ინსტიტუტებისა თუ სხვა ბიზნეს-სუბიექტებში თანხების ინვესტირებას.
2019 წლის აპრილიდან საქართველოში ფუნქციონირებას იწყებს კავკასიის რეგიონში პირველი სარეიტინგო სააგენტო „ჯეორეიტინგი“, რომელიც ორიენტირებულია სარეიტინგო მომსახურეობის გაწევასათვის საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებისათვის. კომპანია იმუშავებს ბიზნეს-გარემოს ფართო სპექტრზე და მომსახურეობას გაუწევს საფინანსო ინსტიტუტებს, მსხვილ წარმოებებს, სამშენელო კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. კომპანიას თავის დამფუძნებელ ჰოლდინგთან ერთად ჰყავს სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს სარეიტინგო მომსახურეობის გაწევას სხვადასხვა მიმართულებით.
კომპანია „ჯეორეიტინგი“ წარმოადგენს საქართველოსა და მთელ კავკასიაში პირველ სარეიტინგო მომსახურეობის გამწევ ორგანიზაციას, რომელიც ემსახურება ბიზნეს-გარემოს ფართო სპექტრს – საფინანსო ორგანიზაციებს, მსხვილ წარმოებებს, სამშენებლო კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. „ჯეორეიტინგი“ ახდენს მოცემული ორგანიზაციებისადმი რეიტინგის მინიჭებას საერთაშორისო სარეიტინგო სტანდარტების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრავენ მოცემულ ორგანიზაციათა საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის რისკების ინტეგრალურ ინდექსებს, რაც საბოლოოდ ახდენს ამ ორგანიზაციების საიმედოობის ხარისხის იდენტიფიკაციას ინვესტორებთან მიმართებაში.
კომპანია „ჯეორეიტინგი“ გააჩნია რეიტინგის მინიჭების საკუთარი, უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც შექმნილია მსოფლიოში აღიარებულ სარეიტინგო კომპანიათა სამუშაო პროცედურების გათვალისწინებით. „ჯეორეიტინგი“ წარმოადგენს ობიექტურ, მიუკერძოებელ და მაღალი პროფესიონალური სტანდარტების დამცველ კომპანიას, რომელიც მოწოდებულია ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისათვის.
კომპანია „ჯეორეიტინგი“ ახდნს საკუთარი სარეიტინგო ანგარიშების მომზადებას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მუშაობას კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. კომპანიის მიზანია ჩამოყალიბდეს მდგრად, მომგებიან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოდ, რომლის საქმიანობის გეოგრაფიაც განუხრელად გაიზრდება აღმოსავლეთ ევროპიდან შუა აზიის ქვეყნებამდე.







